გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩორჩანასთან ცენტრალურ ხელისუფლებასა და დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა

30-08-2019

სოფელ ჩორჩანასთან ცენტრალურ ხელისუფლებასა და დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს

შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობასა და დე ფაქტო მთავრობას აქვთ დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები.

"მათ ჩვენ გავუზიარეთ პოზიციები და შევთანხმდით, რომ სიტუაციის განმუხტვა არის ყველა ინტერესში. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციასა და განმუხტვას", - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, შემდეგ კვირაში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში.

"დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის შფოთვა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. 

ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. დღევანდელ შეხვედრაზე ბლოკპოსტის დაშლის საკითხი ტექნიკურად არ განხილულა.

მიუხედავად განსხვავებებისა, პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს", - აღნიშნა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.