| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
30-08-2019
რუსთავში, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) გადაღებებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო დამცავი ჯებირები და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე სამშაბათს დაიწყება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გადაღებების გამო, გზის ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა 4 დღის განმავლობაში შეიზღუდება.
შეგახსენებთ, რომ მე-9 ეპიზოდის გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. გადაღებას ქართული საპროდუსერო კომპანია Enkeny Films "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ახორციელებს.