გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბიძინა ივანიშვილმა მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა

31-08-2019

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.


ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს.


ამასთან, იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება.


თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო.