გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

"ფორსაჟის" გადაღებების გამო რუსთავში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

1-09-2019

პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში, 3 სექტემბერს დაიწყება და პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.


აღნიშნულის გამო, რუსთავში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.


"ფილმის გადაღებების გამო, გადაიკეტება მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე. შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით", - აცხადებენ მერიაში.


მესხიშვილის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვისაც შეიზღუდება.


სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.



https://inforustavi.ge/