გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მცხეთა-მთიანეთში "თიანეთობა 2019" აღნიშნეს

1-09-2019

დღესასწაულთან დაკავშირებით დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ფოლკლორი ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით. მოეწყო წიგნებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.


სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ფშავ-ხევსურული სამზარეულო. გაიმართა დოღი და სპორტული შეჯიბრებები. ასევე, სპეციალურად პატარებისთვის მოეწყო ზღაპრის ქალაქი. თიანეთში მცხოვრებმა ბავშვებმა მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.


ღონისძიების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, რამდენიმე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულეს: სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს და მრავალფუნქციურ შენობას სოფელ ჟებოტაში, მოასფალტდა დაბა თიანეთი-ჭურჭელაურების, ზარიძეები-ჯიჯეთისა და ჟებოტა-ახალსოფელის გზები. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დააფინანსა.


სახალხო დღესასწაულზე, ტრადიციულად, თიანეთის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. ტიტული ღვაწლმოსილ პედაგოგებს – ნატაშა გონჯილაშვილსა და ზაქარია აქიმიშვილს და მედიცინის მუშაკებს – ოთარ ცალუღელაშვილსა და იზოლდა მახარაძეს მიენიჭათ.


„თიანეთობა 2019“ გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.


ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.



https://ipress.ge/