გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში განთავსებულ ყველა ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს

1-09-2019

ზუგდიდში ბიუსტებს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი სახვევი დაუმაგრეს.


არსებული ინფორმაციით, აქტივისტები კომენტარზე უარს აცხადებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ „ეს საზოგადო მოღვაწეები ცოცხლები რომ იყვნენ, სამოქალაქო პროტესტს გაიზიარებდნენ. ისინი მოვლენების მონაწილეები, გულშემატკივრები და ლიდერები იქნებოდნენ“.


თვალზე წითელი სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.


20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.



https://imedinews.ge/