გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბაში მოხუცები დააყაჩაღეს

1-09-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბაში ოჯახს თავს დაესხნენ. არსებული ცნობით, სამი ამ დრომდე დაუდგენელი პირი ოჯახში შეიჭრა და ფულსა და ძვირფას ნივთებს ითხოვდა.


შემთხვევის დროს ოჯახში ორი ასაკოვანი ქალი და ერთი კაცი იმყოფებოდა. არსებული ინფორმციით, ნაცემია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი.


უცნობია, რა წაიღეს თავდამსხმელებმა ოჯახიდან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყაჩაღობაში მონაწილე პირები სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.



https://pia.ge/