გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

1-09-2019

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ. აქცია მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს, სადაც კარავიც გაშალეს.


ასებული ინფორმაციით, შეკრებილები ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ. ამბობენ რომ ტერმინალის აშენებას არ დაუშვებენ, მათივე ინფორმაციით ბათუმის პორტში სამშენებლო სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო.


„ვითხოვთ სამუშაოების შეჩერებას. ბათუმმა ტურისტული ოსკარი აიღო, ეს ტერმინალი კი ჯილდოსთან წინააღმდეგობაში მოდის. საფრთხეს უქმნის როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში. ამბობენ მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვა მოხდებაო, თუმცა ჩამონათვალში 14 სახეობის ნივთიერებებზეა საუბარი, მათ შორის ფეთქებადსაშიშზე“, - განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ვატო ნებუნიშვილმა.


მისივე განცხადებით, აქციები ბათუმში ქიმიური ტერმინალის პროექტის შეჩერებამდე გაგრძელდება.



https://imedinews.ge/