1-09-2019
,,ზუგდიდდასუფთავებამ“ ქალაქში არსებულ ძეგლებსა და ბიუსტებზე თვალსახვევები წარწერით "20%" მოხსნა, თუმცა ზუგდიდის მერიაში დასძენენ, რომ აღნიშნული ქმედება პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა და გამოხატვის თავისუფლება ხელშეუხებელია.
"ზუგდიდდასუფთავებამ"თვალსახვევები უკვე ჩამოხსნა. "ქალაქში წითელი სახვევით თვალახვეულია სხვადასხვა ძეგლი და ბიუსტი. ცხადია, თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელია. შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურმა მოახდინა საკუთარი უფლებამოსილებით აღნიშნულზე რეაგირება, ძეგლებიდან და ბიუსტებიდან წითელი ზონარი მოხსნილია", - ამბობენ მერიაში.
სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში თითქმის ყველა ძეგლსა და ბიუსტს ანტიოკუპაციური თვალსახვევით თვალები წუხელ „აუხვიეს“.