გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში დაკისრებული საქმიანობით კვლავ სარგებლის მომტანი იქნება

2-09-2019

ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სარგებლის მომტანი იქნება იმ მომავალი საქმიანობით, რაც მას დაეკისრება,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება. 

,,ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ბატონ მამუკა ბახტაძის განცხადებას. საგულისხმოა, რომ წერილში აღნიშნულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განათლება, თავდაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ა.შ. ბატონი ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სარგებლის მომტანი იქნება იმ მომავალი საქმიანობით რაც, მას დაეკისრება. მადლობა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ მას",- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.