გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გია გაბრიჩიძე: მამუკა ბახტაძემ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა

2-09-2019

ჩემი აზრით იმ პირობებში, რომელში დღეს საქართველო იმყოფება, ეკონომიკის მიმართულებით მომუშავე პრემიერისთვის, საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა,-ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ბახტაძის განცხადებიდან რამოდენიმე ამონარიდზე ამახვილებს ყურადღებას ისეთზე,როგორიცაა ცირკულარული შრომითი მიგრაცია, ოკუპაცია, ჭარბვალიანობა, ახალი რეგულაციები.


,,მან საკმაოდ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეაფასა მისი პრემიერობის დროს დაგეგმილი, გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები. ჩემი აზრით იმ პირობებში, რომელში დღეს საქართველო იმყოფება, ეკონომიკის მიმართულებით მომუშავე პრემიერისთვის, საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. მაგ: ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area); ოკუპაციის დაძლევა და არაღიარების პოლიტიკა (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რომელმაც გვაჩვენა, რომ დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში); ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასამართლოში, პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში შედგენილია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით; ჭარბვალიანობა - პროცენტის მაქსიმალური ზღვარი. ჯარიმებისა და საურავების ნებისმიერი დამატებითი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი. 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში; ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ. 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი”,- წერს გია გაბრიჩიძე.