გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მესტიაში ერთ-ერთ მწვერვალს იაპონიას დაარქმევენ

4-09-2019

მესტიის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს იაპონიას დაარქმევენ. ამის შესახებ მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე განაცხადა. აღნიშნული მწვერვალი მან იაპონიის ელჩს აჩვენა.

მესტიის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ინიციატივა იაპონიის საელჩოს ეკუთვნის.

„ამ თხოვნით, სამი წლის წინ მოგვმართეს. გადაწყდა რომ,  ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ლეხზირის მთიდან უნდა ეწოდოს იაპონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია ძალიან ტრადიციულია და შეიძლება ბევრი საერთო ჰქონდეს  საქართველოსთან და ჩვენს  რეგიონთან. მთა შერჩეულია და ჩამოყალიბებულია გეგმა, თუ როგორ განხორციელდება პროცედურულად“, - თქვა მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა.

მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა დაესწრო.