პარასკევი, აპრილი 25, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გურიის რწმუნებული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

4-09-2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ, მოადგილესთან, აკაკი შენგელიასთან და ლანჩხუთის მერ, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის 6 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტების ჯამური ღირებულება 520 000 ლარს შეადგენს.

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკეთის, აცანის, შუხუთის და ქვიანის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, მიმდინარეობს სუფსის ამბულატორიის მშენებლობა. პროექტების ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. 

სოფელ შუხუთში შიდა გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 000 ლარით ფინანსდება.