გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სამტრედიაში, ნავთობბაზაზე, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

4-09-2019

სამტრედიაში,  ნავთობბაზაზე, გაჩენილი ხანძარი სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია!

რკინიგზის საგანგებო სიტუაციების  მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა  მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი.

ხანძრის ლოკალიზებაში  მეხანძრე-მაშველებთან ერთად   სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების  ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით მოხდა -  საწვავით სავსე, 1000 ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.  არსებობდა  ხანძრის  სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც.