გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე 20 კანდიდატს შორის ვერ მოხვდა

4-09-2019

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის კანდიდატები შეარჩიეს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრა დღეს გაიმართა. შერჩეულ კანდიდატებს შორის, გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი ვერ მოხვდა.

ნიკოლოზ მარსაგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის ივნისიდან გადავიდა. ის გორის სასამართლოს 11 წლის 

მანძილზე ხელმძღვანელობდა.

კენჭისყრის შედეგად, 50 მსურველს შორის, გამოვლინდა 20 კანდიდატი. ესენი არიან:

1.თამარ ალანია; 2.მერაბ გაბინაშვილი; 3. შოთა გეწაძე; 4. მირანდა ერემაძე; 5. მამუკა ვასაძე; 6. მაია ვაჩაძე; 7. თამარ ზამბახიძე; 8. შალვა თადუმაძე; 9. ზაზა თავაძე; 10. ვლადიმერ კაკაბაძე; 11. ლევან მიქაბერიძე; 12. გიორგი მიქაუტაძე; 13. პაატა სილაგაძე; 14. ნუგზარ სხირტლაძე; 15. ლალი ფაფიაშვილი; 16. ნინო ქადაგიძე; 17. ლაშა ქოჩიაშვილი; 18. ქეთევან ცინცაძე; 19. ალექსანდრე წულაძე; 20. გოჩა ჯეირანაშვილი.

"შიდა ქართლი"