გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში "ჭკვიანი" კამერები ამოქმედდა

5-09-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს.

  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 4 ლოკაციაზე ამოქმედდა:

1. მე-17 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი) - მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.2. მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) - მე-17 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.3. მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) - 21-ე კილომეტრამდე (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.4. 21-ე კილომეტრიდან (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა) - მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 697 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

საქართველოს მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.