5-09-2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება- ამის შესახებ ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.
მისი თქმით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთელს კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება, ეს კი საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
"ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში , სადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერისტეტის და ასევე სხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი შემოუერთდებიან ჩვენს პროექტს და ძალიან მალე, მათ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ვიხილავთ. გერმანელმა პროფესორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში აქტიურად ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. ის იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი კავკასიის მთელს რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, ეს კი საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია" - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
როგორც ფონდ ,, ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესურასთან შეხვედრას მასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, პრემიერ მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი და ფონდ ,,ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.