გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში, სავარაუდოდ, წყლით მოწამლული მცირეწლოვანი ქუთაისში მკურნალობს

5-09-2019

ქუთაისის საავადმყოფოში ხუთ დღეზე მეტია მკურნალობს თეთრი გიორგი ქუჩაზე მცხოვრები წლის და ოთხი თვის ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შეიძლება დღეს გაწერონ.

ბავშვის მამა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სასმელ წყალს უკავშირებს. რომა გირგვლიანის თქმით, კანალიზაციის ახალი სისტემის მშენებლობისას ძველი მილები დაზიანდა, რამაც ჭების დაბინძურება გამოიწვია. 

ბოლო დღეების განმავლობაში სავარაუდოდ, წყლის მოწამვლით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ათზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. აქედან, მკურნალობას დღემდე აგრძელებს ერთი პაციენტი. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საქმე სსკ 188-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ადგილზე საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს. პროექტის მენეჯერის დრაგან ჯორჯევიჩის თქმით, პრობლემა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია.

რადიო "ათინათი"