გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თემქაზე ქალი მოკლეს

5-09-2019

თემქაზე, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მკვლელობა მოხდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 112-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა, ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს კი გარდაცვლილი ქალი დახვდა. 

როგორც უწყებაში განაცხადეს, ქალს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. ახლობლების ინფორმაცით კი, ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ხანძარი გააჩინეს. ასევე არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელებმა სახლიდან ფული წაიღეს.  

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

imedinews.ge