გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანი: 3 მილიონ 100 ათას ამომრჩეველზე მეტი მონაცემია, რომელიც ვერ გაყალბდება

5-09-2019

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, იგეგმება პროექტის განხორციელება მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო სიების დახვეწა.

"საარჩევნო სიაში 3 561 126 პირია. აქედან ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვიტყვი, რომ დაზუსტდა და უტყუარად შეიძლება ჩაითვალოს 3 115 296 ამომრჩევლის მონაცემი. შესაბამისად, 3 მილიონ 100 ათს ამომრჩეველზე მეტი მონაცემი არის მონაცემი, რომელიც ვერ გაყალბდება, იმიტომ რომ არის ბიომეტრიულ მონაცემზე დაყრდნობილი. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის იყო მხოლოდ 778 ათასი უტყუარი მონაცემი. თუ ვინმე მოისურვებდა, დანარჩენი შესაძლებელი იყო, გაყალბებულიყო" - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

თეა წულიკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან

"უვიზო მიმოსვლის ქვეყნებისიუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვრის მართვის სტრუქტურებთან და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში დავრჩებით" - განაცხადა წულუკიანმა.