გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქეთევან ციხელაშვილი: ქართველ, ოს და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობას მავთულხართები ხელს ვერ შეუშლის

5-09-2019

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტები, დიალოგის გზები და საერთო პროექტები - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ქართველ, ოს და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობას მავთულხართები ხელს ვერ შეუშლის. 

მისი თქმით, წლიდან წლამდე იზრდება რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში ახერხებენ წვდომას ან აქვთ ასეთი სურვილი.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იმ ცენტრის შესახებ, რომელიც ახალგაზდებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, უსასყიდლოდ მოამზადებს.

მისი თქმით, ზუგდიდსა და თბილისში გახსნილია სკოლის შემგომი მოსამზადებელი ცენტრი, რომელიც უსასყიდლოდ მოამზადებს მსურველებს. პირველივე წელს ამ ცენტრში 142 ახალგაზრდა ჩაირიცხა.

ასევე ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ წელს, ვინც დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე, ყველას მიეცა საშუალება ჩარიცხულიყო უმაღლეს სასწავლებელში, რადგან სწორედ გამოცდების პერიოდში საზღვარზე გადასვლა შეზღუდული იყო.