9-01-2018
ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
როგორც imedinews-ს ომალოდან წყარომ აცნობა, პოლიციას სოფლის შესასვლელში გზა აქვს გადაკეტილი.
არსებული ინფორმაციით სოფელში მდებარე ერთ-ერთ ოჯახში სუსის წარმომადგენლები სახლს ჩხრეკენ. დაუდასტურებელი ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
რა მიზეზით დაიწყეს ძალოვანებმა სახლის დათვალიერება ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: imedinews.ge