გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფოთში სანიჩბოსნო ბაზა აშენდება

5-09-2019

ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, პროექტი ესკიზების განხილვა დღეს ფოთის მერიაში ჩატარდა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერი და მოადგილე დაესწრნენ.

მდინარე კაპარჭას მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პარალელურად მდინარე კაპარჭაზე მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.