გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონებისთვის შეღავათიანი თანადაფინანსების პირობა იმოქმედებს

5-09-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ჩართულობის ხელშესაწყობად რამდენიმე პროგრამა განხორციელდება.
ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მეტად ინკლუზიურ, ეკონომიკურ ზრდას და ადამიანების უფრო მეტად ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში, დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე პროგრამის განხორციელება"-აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, 2019 წლიდან განახლებული სახით გაიშვება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა.
„ამ პროგრამამ თავის დროზე კარგად იმუშავა, შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანები, მაგრამ ახლა ვარგებთ მიმდინარე ვითარებას, ახალ გამოწვევებს. ამ პროგრამას განახლებული ფორმით შევთავაზებთ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ცვლილებები მოიცავს ახალ პრიორიტეტულ სეგმენტებს, შეფასების გაუმჯობესებულ მოდელს, უფრო გამჭვირვალე პროცედურებს და გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობის გაზრდას 30 000 ლარამდე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში იმოქმედებს უფრო შეღავათიანი თანადაფინანსების პირობა მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც წარმოადგენს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და რომელიც გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც სესხის ასაღებად არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა.
„ეს მექანიზმი რამდენიმე ხნის წინ დაინერგა, საკმაოდ კომპლექსურია და ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით კომერციულ ბანკებთან, რათა უფრო ოპტიმალური შეთანხმებისთვის მიგვეღწია და ახლა მზად ვართ, რომ ეს სქემა რეალურად ამოქმედდეს და დღევანდელ ამოცანებს მოემსახუროს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.