გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 

ლევან დავითაშვილი: წელს 40-45 ათას ტონა თხილის მოსავალს ველოდებით

5-09-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა   კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.

„არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც  ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი   სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

,,მიმდინარე წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით.  ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სიტყვის გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსავლის ხარისხს და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, მკაცრად გააკონტროლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები. 

ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული  კომიტეტების სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა  სურსათის უვნებლობის კუთხით გაზრდილ ინსპექტირებასა და შემცირებულ დარღვევებზე.