| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
6-09-2019
დღეს, გონიო-აფსაროსის ციხეში, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე Art-ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და ახალგაზრდებს მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა.
ახალგაზრდებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია გონიოს ციხის ისტორიის შესახებ. გაეცნენ რომაელი ჯარიკაცის საბრძოლო აღჭურვილობას და იარაღებს, მათ ყოველდღიურ საქმიანობას, სამხედრო-ტაქტიკურ წყობას და ძირითად საბრძოლო მანევრებს. დაათვალიერეს მუზეუმი და რომაული სამხედრო-საბრძოლო მანქანები.
Art-ბანაკი 1-10 სექტემბრის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 200-მდე ახალგაზრდა იღებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მცირე სკოლების მოსწავლეები.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.