გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: წელს რთველი წარმატებით ჩაივლის

6-09-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ორგანიზებულად მუშაობს, შესაბამისად, გასული წლების მსგავსად, წელსაც რთველი წარმატებით ჩაივლის.
ამის შესახებ დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტარების კითხვებზე პასუხად განაცხადა.
„წელს, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბი ორგანიზებულად მუშაობს, მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით არის ჩართული. საწარმოებში ჩაბარებული ყოველი კილოგრამი ყურძენი აღირიცხება, რაც მიკვლევადობისა და ღვინის ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია.
კოორდინირებულად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი, რათა ფერმერებს არ შეექმნათ პრობლემები. რაც შეეხება ყურძნის ფასს, გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. მიუხედავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, რუსულ ბაზარზე პოტენციური შეფერხებების გამო შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიკროზონაში, ხარისხის მიხედვით, ყურძნის ფასი კიდევ უფრო მაღალია. რაც შეეხება კახურ მწვანეს, ამ შემთხვევაში ფასი 90 თეთრიდან იწყება. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, ფასი მინიმუმ 1.5 -1.7 ლარს, ხოლო კონკრეტულ მიკროზონებში, ხარისხის შესაბამისად, 1.85 – 2 ლარს შეადგენს.
რთველი სრულად სამეურნეო პროცესია და რთველის კონტექსტში, პოლიტიკური განცხადებები და სპეკულაციები მიუღებელია. 2019 წლის რთველი წარმატებით ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.