გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინის ნაკრები დაამარცხა

6-09-2019

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიხტენშტაინის ნაკრებს მასპინძლობდა. შეხვედრა ქართველ ფეხბურთელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე – 4:0 

შეხვედრის პირველი ნახევრის 30 წუთზე ბექა ქავთარაძემ გახსნა ანგარიში, ხოლო 36-ე წუთზე დავით სამურკასოვმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში, შეხვედრის 53-ე წუთზე გიორგი არაბიძემ საჯარიმოდან გაიტანა გოლი – 3:0, ხოლო 70-ე წოთზე ირაკლი ბუღიძემ მეოთხედ აიღო ლიხტენშაინის კარი – 4:0

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა:

გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, მალი (60′ ლაკვეხელიანი), ნინუა (67′ კიტეიშვილი), სამურკასოვი (81′ ანდრონიკაშვილი), სილაგაძე, არაბიძე (67′ კოხრეიძე), ქავთარაძე (60′ ბუღრიძე), არველაძე
თადარიგში იყვნენ:
მამარდაშვილი, სპანდერაშვილი, ძებნიაური, უგრეხელიძე

info9