გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლება საქართველოდან მომდინარე რისკებს შეისწავლის

6-09-2019

КГБ-ს თავმჯდომარემ ე.წ. პრეზიდენტს სოფელ წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობის შესახებ პატაკი წარუდგინა.ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოდან მომდინარე რისკებს შეისწავლის.

სააგანტო „რესის“ ცნობით, ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა КГБ-ს თავმჯდომარეს ოლეგ შირანს დაავალა „რესპუბლიკის“ მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან მომდინარე სხვა რისკებიც შეისწავლოს.

ბიბილოვის თქმით, შესაძლოა საქართველოს მიერ ტერიტორიის ანექსიის საფრთხეები არსებობდეს.

„მე გთხოვთ, რომ თქვენ მომავალშიც, შესაძლო რისკების 

თავიდან ასაცილებლად გააძლიეროთ ძალისხმევა. ადგილობრივები, რომელ დასხლებულ პუნქტშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ,“- უთხრა ბიბილოვმა შირანს.

КГБ-ს თავმჯდომარემ ე.წ. პრეზიდენტს სოფელ წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობის შესახებ პატაკი წარუდგინა.

shida qartli