ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, ე.წ საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა.
მისი თქმით, „საბაჟოს თანამშრომლები“ იმ ტვირთს და საქონელს შეამოწმებენ, რომელიც „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე უნდა შევიდეს.
ე.წ მთავრობის დადგენილებით, ლენინგორის რაიონის მოსახლეობას თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მხოლოდ 50 კილოგრამი ტვირთის შეტანის უფლება ექნება.
„გამომდინარე იქიდან, რომ მესაღვრეებს ამ ტვირთის აწონისა და გაკონტროლების უფლება არ აქვთ, საკითხით საბაჟო პუნქტი დაკავდება“, - განმარტა ცხოვრებოვმა.
Soutnik-Оссетия აღნიშნავს, რომ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან ახალგორის რაიონში საქონლის ხორცის შეტანა იკრძალება, ამ მიზნით „საბაჟოზე“ „იუგოსელხოზნადზორის“ თანამშრომლები იმუშავებენ.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და მოგვიანებით ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. კრემლის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.
წყარო: "პია"
https://pia.ge/post/178524-cxinvalis-rejimi-administraciul-sazrvarze-e-w-sabajo-punqts-xsnis