6-09-2019
სოციალური ჯგუფი -"არა მონობას" ფეისბუქგვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
დღეს ბათუმის მაჭახელაში მიმტანები გაიფიცნენ!
საქმე იმაშია რომ კომპანიამ აგვისტოს ბოლოს ჩაატარა აღწერა და თანამშრომლებს განუცხადა რომ ბოლო 40 დღეში ბარში 15 ათასი ლარის დანაკლისი იყო,ამიტომ გაანთავისუფლეს ორი ეჭვმიტანილი თანამშრომელი. ამ ამბიდან ყველამ მუშაობა გააგრძელა ჩვეულ რეჟიმში, თუმა გუშინ ხელფასის გაცემის დღეს 5 სექტემბერს კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ ხელფასს არ ჩაურიცხავდა, რადგან განთავისუფლებული პიროვენებების ხელფასით ვერ დაიფარებოდა დანაკლისი და როგორმე ხომ უნდა ამოეღოთ დანაკლისი.ხელმძღვანელობამ დასაჯა უდნაშაულო მიმტანები, რომლებიც საკუთარი ჯამრთელობის ფასად ცდილობენ სწავლისთვის მოაგროვონ თანხა! ვის ავადმყოფი დედა ელოდება სახლში ვის კიდევ მშიერი და ძმა! სასჯელი შეეხო ასევე მენეჯერებს და ბუღალტერიას.
შეგახსენებთ რომ კომპანია მაჭახელა მიმტანებს კვირაში 7 დღე 12 საათიანი გრაფიკით ამუშავებს.დილის 10 საათიდან ღამის 10 საათამდე 20 ლარად და ღამის სმენაში 25 ლარად.
ამ ბავშვებს არ აქვთ ხელშეკრულებები,არ აქვთ დასავენების დღეები,არ აქვთ შვებულება და ახლა ისჯებიან ვიღაცის გამო და უხელფასოდ რჩებიან! მათ უფლებებს არავინ იცავს როდესაც კვირაში 84 საათი ამუშავებს კომპანია ნაცვლად დადგენილი 40 საათისა! და ახლა ასე უნამუსოდ სჯიან საკუთარ თანამშრომლებს! მოგიწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას რომლებიც ამ პოსტს აუცილებლად ნახავთ!
მთელი არა მონობის გუნდი და ეს 30 ათასი კაცი დაუდგება გვერდით ამ ბავშვებს და მათ ნაწვალებს არ შეგარჩენთ! თუ საჭირო გახდება ყველანი მანდ ჩამოვალთ და 24 საათი თვალში გაგეჩხირებათ ჩვენი პლაკატები!
დაუბრუნეთ ბავშვებს მათი კუთვნილი ანაზღაურება!!
#არამონობას