გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ბატონო გიორგი სიტყვებად არ უნდა დარჩეს „მე თქვენ დაგამთავრებთ“, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ"

7-09-2019

სიტყვებად არ უნდა დარჩეს „მე თქვენ დაგამთავრებთ“, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე სხდომის წამყვანმა, ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა ე.წ. კოაბიტაციის გამო ბაბრაზებულია.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი და ეს ე.წ. კოაბიტაცია, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა, სერიოზულად დახია უკან და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი.

დღეს ქართველი ხალხი თქვენზე არის ძალიან, ძალიან გაბრაზებული, მაგრამ მე ვისაუბრებ ამ თემებზე მოგვიანებით, ჩემი კოლეგების გამოსვლების შემდეგ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს, „მე თქვენ დაგასრულებთ“, „მე თქვენ დაგამთავრებთ“ და ასე შემდეგ.

ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ და დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ, ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ და მტკიცებულებებს როგორ ამოვიღებ, დამალულ მტკიცებულებებს და 56 000 მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვს მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს.

ეს არის ჩემი ღია საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად არ არის პრობლემა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ნიუპოსტი.

alia.ge