გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბამბუკის ბაზრობა გორთან

7-09-2019

როლანდ სომხიშვილი სოფელ მარანიდანაა, თუმცა, 5 წელია გორი-კარალეთის გზაზე ცხოვრობს. საუბარი არ უყვარს, არ ცდილობს საკუთარი ნაშრომის რეკლამირებას, დარწმუნებულია, რომ ბამბუკის თვისებების შესახებ, სხვამ ყველაფერი იცის.

ის ბამბუკისგან სკამებს, მაგიდებს, სავარძლებს, კიბეებს, საფერფლეებს, ჭიქებს და ა.შ. ნივთებს ამზადებს. დღეს მის სახელოსნოში ამათგან რამდენიმე ნივთვი დაგხვდა.

,,5 წელია ამ საქმეს მივდევ. ბამბუკი ბათუმიდან ჩამომაქვს და ჩემ სახელოსნოში 

ვამზადებ ნივთებს. აქვე მოვიწყე საცხოვრებელი სახლი. მარანიდან სიარული ძვირი ჯდება. სოფელში მხოლოდ დედაჩემი ცხოვრობს, მე - აქ მარტო" - გვითხრა როლანდ სომხიშვილმა.

თუმცა, ბამბუკის სახლში ის მარტო მაინც არაა. მასთან ერთად პატარა ფისო ცხოვრობს, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული აქვს.

სახელოსნოს გვერდით საკუთარი სახლი მოაწყო, ერთ ოთახში საძიენებლი აქვს, მეორე ოთახში სამზარეულო. სახლის უკანა მხარეს კი, სახელოსნო.

ბამბუკი აფრიკის ქვეყნების ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს. აფრიკაში ამ უნიკალური მცენარის ორი მესამედი ეთიოპიაში იზრდება. მას ქვეყანაში "მწვანე ოქროს" უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართოდაა გავრცელებული, ადგილობრივ ფერმერებს მისი პოტენციალის შესახებ ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია.

"ფერმერი, რომელსაც აქვს ბამბუკი, მდიდარია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის", - ამბობს კომპანია Adal Industrial PLC-ის დირექტორი, ადან ბერჰი ამერიკულ არხთან, ,,სიენენისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"შიდა ქართლი"