გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი წარმატებულად განხორციელდეს

7-09-2019

"ყველაფერი რაც არის დაკავშირებული ლოჯისტიკასთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ლოჯისტიკა. ამიტომ, ყველაფერი რაც არის დაკავშირებული საპორტე ინფრასტრუქტურასთან არის პრიორიტეტული და შესაბამისად, ღრმაწლოვანი პორტი ანაკლიაშიც არის პრიორიტეტული" - მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პირორიტეტულობას სახელმწიფო ადასტურებს თავისი ქმედებით, გადადგმული ნაბიჯებით. ის, რომ ანაკლიის პორტი ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც მოხვდა საქართველოს კონსტიტუციაში მეტყველებს სახემწიფომ მიერ ამ პროექტის მნიშვნელობის მაღალი დონის შეფასებაზე.

„არ შეიძლება რომ პროექტზე საკუთრების უფლება გაუჩნდეს ვიღაცას. ეს პროექტი არის ქვეყნის, ეს პროექტი არის სახელმწიფოსი და ეს პროექტი არის თითოეული მოქალაქის და უნდა გვესმოდეს ყველას რომ თითოეული ლარი რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ამ პროექტში და სახელმწიფოს ასობით მილიონი აქვს ამ პროექტში დახარჯული, არის თითოეული ჩვენი მოქალაქის შენატანი ამ პროექტის განხორციელებაში და ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამით სახელმწიფო ყველა იმ ნაბიჯით რასაც ის აკეთებს იძენს უფლებას მოითხოვოს კერძო მესაკუთრეებისგან ან კერძო პარტნიორებისგან შესაბამისად ასევე მკაფიოდ, შესაბამის ვადებში და ხარისიანად თავიანთი ვალდებულების შესრულება. ანაკლიის პროექტზე ერთი მხრივ, უნდა ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების ფაქტორზე და მეორე მხრივ, როგორც კომერციულ პროექტზე. კომერციული შემადგენელი ამ პროექტის არის კერძო ინვესტორების პასუხისმგებლობის ზონა. ინვესტორები უნდა გვესაუბრონ იმაზე, თუ რა ვადებში და რამდენად ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ვალდებულების შესრულებას,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერა პროექტის ინვესტორს ყოველთვის ჰქონდა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს წარმატებულად.