« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
8-09-2019
გორის სასამართლომ 70 წლის ქალს გირაო 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. თანხის უზურნველყოფამდე, ასაკოვანი ქალბატონი წინასწარ პატიმრობაში დარჩება.
მას გორის შს სამმართველომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წაუყენა. აღნიშნული მუხლით ითვალისწინებს თაღლითობას, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას.
ადვოკატი ვაჟა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს: ,,მეო არც ფული ამიღია და
არც არაფერიო, მე არაფერ შუაში ვარო. საქმე საკმაოდ მოცულობითია. სხვა დეტალებს ჯერ არ გავცნობივარ" - აცხადებს ადვოკატი.
აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ, 6 სექტემბერს მიიღო. დაზარალარებულად ცნობილია გორელი ქალბატონი რიტა აბალაკი. რიტა აბალაკმა იპოთეკური სესხის წყალობით საცხოვრებელი სახლი დაკარგა. ამჟამად, ეს საცხოვრებელი სახლი გორის შს სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის საკუთრებაა.
qartli.ge დეტალურად წერდა, თუ როგორ აღმოჩნდა რიტა აბალაკის სახლი პოლიციელის, შერი (შერმადინ) კაპანაძის ოჯახის საკუთრება. პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი იპოთეკაში ჩადებული სახლის მეოთხე მესაკუთრეა.