გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის მერიამ ააიპ-ის თანამშრომელს შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, შესაძლოა, სანქცია დააკისროს

9-09-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის შეურაცხმყოფელი პოსტების საკითხს სწავლობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს. აუდიტის სამსახური გადაწყვეტს, დაეკისრება თუ არა მას სანქცია.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, პროტესტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფს მეორე ადამიანის ღირსებას მიუღებელია. კონკრეტულ საკითხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის, რის შემდეგაც განიხილება სანქციის ფორმა“, - გვითხრეს მერიაში.

ამ დროისთვის ზაზა ფარცვანიას ფეისბუქ გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებულიშეურაცხმყოფელი პოსტები აღარ იძებნება.

ფარცვანია დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც გუშინ პარლამენტთან შეკრებილებს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, მხარდაჭერას უცხადებდა, აქციის მონაწილეები კი "ქათმებად" მოიხსენია.

რადიო "ათინათი"