გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დუშეთში ერთი პირი დააკავეს

9-09-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.მ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1968 წელს დაბადებულ ო.მ.-ს დანით გულის არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.