გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ინტერნეტ ტელევიზია POSTV "ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელს სიცრუეში ამხელს

9-09-2019

,,მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი, TV1-ის ეთერში, სანაია-ჟიჟილაშვილის წყვილთან, ქეთი ხუციშვილის სტუმრობის შესახებ გვიყვება, სადაც ,, სოროსის“ ფონდის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 20-21 ივნისს, აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაზე, არც ერთ ძალოვანს არაფერი არ მოჰკითხეს, აღნიშნულის თაობაზე არც სასამართლოს და პროკურატურას არაფერი უთქვამთ.

სინამდვილეში კი გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს, შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლოს ძალის გადამეტების საქმეზე ამჟამად სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირია მიცემული და ამასთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ბრიფინგები, რომელიც გააშუქა მედიამ და დაინტერესებულ , ობიექტურ პირს, ეს ინფორმაცია არ გამორჩებოდა.

,,სოროსის“ ფონდის უფროსმა TV1-ის ეთერში საჯაროდ იცრუა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტყუილი არ გაუსწორეს, გაატარეს, აწყობდათ და რატომ გაუსწორებდნენ,- ამბობს ,,მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, თამარ ხუციშვილი არა არის ,,ენჯეო“ სექტაში ხელწამოსაკრავი ფიგურა და ის განაგებს ფულს, რომელსაც ,,ენჯეოშნიკებს“ გრანტების სახით ურიგებს.

,,ამრიგად ჩვენ ერთ-ერთ მთავარ ენჯეო კასირად გვყავს ქალბატონი რომელიც: ა) საოცრად არაკომპეტენტურია და რას ლაპარაკობს თავადაც არ იცის; ბ) უსინდისო მატყუარაა, რადგან ძალიან კარგად იცის რომ ცრუობს, მაგრამ ასე სჭირდება პოლიტიკურად; 3) ,,მიშისტურ“ საპნის ბუშტში ცხოვრობს და მისი ტვინი უბრალოდ არ ღებულობს იმ ინფორმაციას, რომელიც ქართული ოცნების პრორუსულობის მითს ანგრევს, ანუ ამ პირს აქვს თავისი მკაფიო მოდუს ვივენდი, რომელშიც ბიძინა რუსი ოლიგარქია, გახარია - სისხლიანი ჯალათი, ხოლო გიგა ბოკერია კი - თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი. ვერანაირი ფაქტი ამ საზრისს ვერ შეუცვლის; რომელი ვერსიაა სწორი ა, ბ, თუ გ ? ვეჭვობ მაგრამ სამივე - ამბობს რამიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=MhJRixPYBIM