9-09-2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.ი.-სა და ზ.ჰ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 7 703.194 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (91.27 გრამი) და ვერცხლის (5.68 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7 703.194 ლარის ოდენობით შეეფარდათ.