ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რა ხდება რუსთავის მერიაში - კორუფცია, ნეპოტიზმი, თუ დაუდევრობა?

9-09-2019

"ევროპული საქართველოს" რუსთავის ადგილობრივმა წევრებმა, მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს, "ალია" ესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს. ნათია მანჯგალაძე:

"ქ. რუსთავის სპორტის ჩიხი და მისი მიმდებარე ტერიტირია, ფიროსმანი, ოდიშარია და ა.შ. - 20 ქუჩა, როგორც მერიამ, იანვარში გვითხრა, ნახევარი მილიონის სანაცვლოდ უნდა მოწესრიგებულიყო. მარტში მერიამ შეარჩია კომპანია შპს "ჯეოსერვისი", რომელმაც აიღო 60 000 და დატოვა აბსოლუტურად მოუწესრიგებელი გზები, გადათხრილი და ღია ჭებით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ზაფხულს ბავშვი ჩავარდნილა.

მერიის წარმომადგენლები ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას, ამ კომპანიას გაემიჯნენ და თქვეს, რომ ეს ყველაფერი ამ ცუდი კომპანიის ბრალია და ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ეს არ არის პირველი, რუსთავში არა ერთი ასეთი შემთხვევაა, მაგალითად: კომპანია შპს "მაგისტრალ +", რომელზეც აუდიტის სამსახური წერდა, რომ გაუკეთებელ და დაუსრულებელ საქმეში, მერიამ გადაუხადა ფული და ეს თანხა შეადგენდა 2,868,780 ლარს.

სამუშაო არ შეასრულა და მაინც დაურიცხეს თანხა. იგივე მოხდა კომპანია შპს "ჰერიო"-ს შემთხვევაში - ანალოგიურად დატოვა ჩაბნელებული, მოუწესრიგებელი გარემო, სადაც არა ერთი ავარია მოხდა უკვე ღამით.

მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რუსთავის მერიას, რადგან სწორედ მერია ატარებს ტენდერს, მერია ირჩევს კომპანიას, მერია ატარებს მონიტორინგს და არანაირი დროული რეაგირება არ მოუხდენია არც ერთი შემთხვევის დროს. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილო და შეწუხებულია არსებული მდგომარეობით. გასაგები გახდა უკვე, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია მართვა, ამიტომ, ამ ეტაპზე, მოსახლეობის თხოვნაა, დროებით მაინც გადაასწორონ გზები, სანამ ჩატარდება ახალი ტენდერი და კიდევ ერთი კომპანია ეცდება გზის მოწესრიგებას დიდი თანხის სანაცვლოდ." ვუერთდები რუსთაველების მოკრძალებულ თხოვნას! მანამდე კი, იქნებ, შესაბამისმა სამსახურმა გაარკვიოს, რა ხდება რუსთავის მერიის თავს, კორუფცია, ნეპოტიზმი, დაუდევრობა - რომელი

თამო კეშელავა

გაზეთი "ალია"