გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე რეფორმები სწორი მიმართულენით ვითარდება და მაღალი დონის ევროპული სრუქტურები ასეთ შეფასებას იძლევიან

9-09-2019

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები სწორი მიმართულენით ვითარდება და მაღალი დონის კომპეტენტური ევროპული სრუქტურები ასეთ მაღალ შეფასებას იძლევიან,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,საკმაოდ დადებთი და საინტესეო ინფორმაციას ვკითხულობთ ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის პერიოდულ ანგარიშსში, რომელიც მიმდინარე წლის 5 სექტემბრითაა დათარიღებული: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები დადებითადაა შეფასებული; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული; კომიტეტის ანგარიშით განსაკუთრებთ გაიზარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბები, ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის როლის მნიშვნელობა ხაზგასმულია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამინისტროს თანამშრომელთათვის ჩატარებული ღონისძიებები და გამოძიებულ დანაშაულთა რაოდენობის ზრდა. უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ ერთმხრივ საქართველოში მიმდინარე რეფორმები სწორი მიმართულენით ვითარდება, და მეორე მხრივ ის ფაქტი რომ მაღალი დონის კომპეტენტური ევროპული სრუქტურები ასეთ მაღალ შეფასებას იძლევიან”,- აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.