გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში ცრუ შეტყობინების გამო, 30 წლის კაცს 6 წელი მიუსაჯეს

9-09-2019

"ნასვამი ვიყავი, რაიმე სხვა მიზანი არ მქონია, უბრალოდ დავრეკე" - ასე, უპასუხა 30 წლის მოქალაქემ მოსამართლეს კითხვაზე, რატომ დატოვა პოლიციაში ცრუ შეტყობინება, რომ ბათუმის ''შერატონში'' ბომბი იყო.

დაზარალებული მხარე კი, მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ცრუ შეტყობინების და სამორინე "მშვიდობიდან" ხალხის ევაკუაციის გამო, მათ 100 000 დოლარის ზარალი მიიღეს.

6 სექტემბერს, მხარეების პოზიციების გაცნობის შემდეგ, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა, 30 წლის ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქე ორხან სელიმზადეს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორხან სელიმზადე წინასწარპატიმრობაში 5 თვე გაატარა. მან, 31 მარტს, ღამის საათებში „112“-ში დარეკა და თქვა, რომ „შერატონის“ სამორინეში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც სამორინეში იმყოფებოდა.

newposts