გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით ჭიჭინაძე - კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან

10-09-2019

დამოუკიდებელი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილი გარემოცვის "ოცნებები" ახდა.

„ვფიქრობ, ხელისუფლება შიდა ინტრიგებს გადაყვება. ფაქტია, კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან, მეტ-ნაკლებად თავ-თავისი დაჯგუფებებით. ანუ, პრემიერ-მინისტრად, „უმაღლესი ინსტაციის მოსამართლედ“ ისევ ბიძინა ივანიშვილიდარჩა. ასე რომ, ახალ მთავრობაში ვის რა სახელი დაერქმევა, ეს ნამდვილად მეათეხარისხოვანია.

მითუმეტეს, რომ როდესაც გიორგი გახარია პირველი ვიცე-პრემიერი იყო, მას მაშინ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე მაშინდელ პრემიერ ბახტაძეს. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მისი განცხადებების შემდეგ, უკვე ცხადია, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, დამოუკიდებელ მოთამაშედ ვეღარასოდეს ჩამოყალიბდება . თუმცა ის იდეალური შემსრულებელი იქნება ივანიშვილისთვის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ცქიტიშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი პირდაპირ დამოკიდებული არიან ივანიშვილზე.

„კალაძეს თავისი ჯგუფი ყავს, თურნავას ჩხარტიშვილი მფარველობს და მაშინ ვისი უფროსი გამოდის გახარია, დავითაშვილის? მოკლედ, „ქართული ოცნება“ ხალხს დაუპირისპირდება კი არა, შიდა ინტრიგებს უფრო გადაყვება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია ის არაა ღია პოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწევს გარეთ გამოსვლა და იმ რეალობასთან პირისპირ დადგომა, რაც ქვეყანაში ხდება. რადგან, ჯერ ერთი, რასაც 2012 წელს ხალხს დაპირდა, იქიდან შესრულებული პრაქტიკულად არაფერია - მხოლოდ „ოცნებების“ ოცნებებია ასრულებული და მეორე, ვერც გახარია „გაუქაჩავს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"