გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ტრენინგი- ადამიანის უფლებები და ვალდებულებები- ჩატარდება

10-09-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

 

კამპანიის ფარგლებში პირველი ტრენინგი ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ, როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, ისე მხარის არასამთავრობო სექტორისა და  ბეჭდვური მედიის  წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და მათ ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის როლზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მნიშვნელობას საზოგადოების ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის საქმეში.

 

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს  2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.