გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

10-09-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ტეხასის შტატის დელეგაციას, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისსაექსპორტო პოტენციალი და აშშ-ის ბაზარზე მისი რეალიზაციის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ და ყურადღება ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან უწყვეტ ისტორიაზე გაამახვილა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის და ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში დაცული ქართული ვაზის 500 ენდემური ჯიშის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შედის და სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროცესის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ქართველ მწარმოებლებსა და ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და უახლოეს მომავალში, აშშ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის „FRONTERA RESOURCES“ დამფუძნებლის, სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანიპარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, წარმატების დიდი რესურსი გააჩნია.

ფრანგული კომპანია „დისტილერი ტესანდიე ეფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე და საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.

როგორც ფრანგული კომპანიის გენერალურმა დირექტორს, ჟერომ ტესანდიემაღნიშნა,კომპანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან „ბოლერო ჯგუფი“ 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებმემორანდუმის გაფორმება იგეგმება.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში კაკლოვანი კულტურების, მესაქონლეობის, ტყის მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულპროექტებს და მათ მნიშვნელობას.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის და საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის,„ბოლერო ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.