გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სუიციდის მცდელობა სიყვარულისთვის და თვითმკვლელობა ძმის გამო- ფოთელი ძმების ტრაგიკული ამბის უცნობი დეტალები

10-09-2019

ფოთში 4 სექტემბერს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ახალი და აქამდე უცნობი დეტალები “კვირამ” გაარკვია.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, 21 წლის გიორგი გუჯაბიძემ თვითმკვლელობა თავის ჩამოხრჩობით, შეყვარებულთან დაშორების გამო სცადა.
ამჟამად ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
“კვირას” ინფორმაციით, მას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს, ამასთან მას უჰაერობის შედეგად ფილტვები გაუსკდა და გულზე ინფარქტი მიიღო.
ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც “კვირას” ძმების დედა უყვება გიორგი გუჯაბიძემ შემთხვევამდე გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.
მაკა გუჯაბიძე კატეგორიულად გამორიცხავს ვალის არსებობას. ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მან შემთხვევამდე, შეყვარებულის მიერ მიწერილი მესიჯი დაასახელა.
„ჩემს შვილს არასოდეს ჰქონია ვალი და ეს ნამდვილად დაუჯერებელია მიზეზი იყოს. არის ვერსია, რომ შეყვარებულმა უთხრა, სხვა მოეძებნა და დაშორებოდა მას. რაზეც ჩემმა შვილმა უპასუხა, რომ სხვას ვერ მოძებნიდა, რადგან ის უყვარდა გაგიჟებით. ვიცნობ ამ გოგოს და ამ ვერსიის დაჯერებაც არ მინდა“, – ამბობს  მაკა გუჯაბიძე.
ფოთელმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა დეიდის სახლში სცადა, სადაც მალევე იპოვეს.
„ჩემმა დამ იყიდა ახალი სახლი, სადაც სარემონტო სამუშაოებს გიორგი ხელმძღვანელობდა. ჰყავდა დაქირავებული მუშები. ეს ყველაფერი კი მაშინ ჩაიდინა როცა იქ არავინ არ იყო. წინასწარ გააზრებულად დაგეგმა გამოდის. თვითონაც ხელოსანი ბიჭია და სახლში რასაც ხედავთ მისი ხელითაა გაკეთებული. მას არანაირი გაჭირვება არ ჰქონდა ფინანსურად რომ თვი ამის გამო მოეკლა“, – განმარტავს გიორგი გუჯაბიძის დედა.
რაც შეეხება პოლონეთში ემიგრაციაში გარდაცვლილ ძმას, გიგი გუჯაბიძეს, გავრცელებული ინფორმაციით, ძმის, სუიციდის მცდელობის ფაქტის გაგების შემდეგ, კორპუსიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
მაკა გუჯაბიძეს, რომელიც ორი წელია იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა, გიგი ორ წელი არ ენახა. მისი თქმით, გიგის საქართველოდან დაურეკეს და ძმის გარდაცვალების შესახებ მცდარი ინფორმაცია უთხრეს, რის შედეგადაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
„როდესაც გავიგე გიორგის ამბავი იტალიიდან პირდაპირ გამოვფრინდი, გიგის რომ ველაპარაკე ტელეფონზე ღრიალებდა. ნეტავ იქ პოლონეთში წავსულიყავი და იქიდან წამომეყვანა. მაგრამ ვიფიქრე მომაკვდავ შვილს ჩავუსწრებ-მეთქი და ამ დროს მასზე ადრე გიგი დავკარგე. ესეც მომაკვდავია. ნეტავ ვიცოდე, ვინ დამღუპა, რატომ დაურეკეს გიგის, როდესაც იცოდნენ, ამას ვერ გადაიტანდა. აქ ჩამოეყვანათ, იქნებ ვშველოდი ჩემს შვილს“, – ამბობს ბიჭების დედა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გიგი გუჯაბიძის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით “კვირას” განუცხადეს, რომ აღნიშნული პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პოლონეთის სამართალდამცავი ორგანო საქმის გამოძიებას დაასრულებს.
“საგარეო უწყება პოლონეთში გარდაცვლილი ახალგაზრდის საკითხზე აქტიურად არსი ჩართული მოლაპარაკებებში. პოლონური მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ცხედარი ქართულ მახრეს გადეცემა”, – ამბობენ უწყებაში.
ძმების ბებია იხსენებს, რომ გიორგი ძალიან მხიარული იყო. ბავშვობიდანვე უკრავდა უამრავ მუსიკალურ საკრავზე და ხშირად ხუმრობდა, ჩემი მუსიკალური ბენდი მაქვს ქუჩაზეო, რადგან ყველას ასწავლა თითო-თითო ინსტრუმენტზე დაკვრა.რო
გორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფოთში მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"კვირა"