ორშაბათი, მაისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
აბასთუმანში 1 000 ავტომობილზე გათვლილი ღია ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო

10-09-2019

აბასთუმანში,ღია ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო. 1 000 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპი“ ააშენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ აბასთუმანში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ავტოპარკინგი უნდა მოეწყოს, მიწის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანია, “ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპთან“ ხელშეკრულება 25 ივლისს გააფორმა, რომელიც ექვსი თვის ვადაში სამუშაოებს, 8 989 898 ლარად შეასრულებს.

ამ თანხის ფარგლებში, აბასთუმნის შესასვლელში, 1 000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუწია. მაშინაც შესყიდვაში მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასიც წარადგინა – „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა”, თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან, ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

droa.ge