გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დმანისის აღმოჩენას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” ეხმაურება

11-09-2019

დმანისის აღმოჩენების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” სტატიას აქვეყნებს.

„ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“ - ნათქვამია სტატიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი აკად. დავით ლორთქიფანიძე და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფ. ლორენცო რუკი დმანისის აღმოჩენებისა და უახლესი საერთაშორისო კვლევების შესახებ ერთობლივ პრეზენტაციას გამართავენ.