გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

11-09-2019

ახაშნის, ზეგაანისა და მუკუზნის მაცხოვრებლები ყურძენზე ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

მათი თქმით, ყურძენი ლპება და ქარხანა მიღებაზე უარს ამბობს. ფასი კი 70 თეთრია, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, დანახარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს.

აქციის მონაწილეებთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა.

მისი ინფორმაციით, 12:00 სთ-ზე მევენახეებს გურჯაანის მერიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი შეხვდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მევენახეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"პია"