გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ ლესიჭინეში სახლი იწვის

11-09-2019

ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ფარცვანიების ორსართულიანი სახლი იწვის. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპიორველად დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, შემდეგ კი მთელ სახლს მოედო. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძრის გაჩენის მომენტში ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. დაზარალებულ ოჯახს მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა გოგუამ.

საგანგებო სიტუაციების მართვით სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

რადიო "ათინათი"